გაკვეთილი 1

მასწავლებლის სახელი გვარი
მედეია ტრამაკიძე

                       საგანი

დაწყებითის მათემატიკა
                
                        კლასი

V
  
                      თემა

წილადის ძირითადი თვისება.
   



ესგ. სტანდარტი შესაბამისობა
მათემატიკა.V.2. მოსწავლს შეუძლია წილადების წაკთხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ü  კითულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს.
ü  ადარებს ორ წილადს, მათ შორის, წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით.
მათემატიკა.V.3. მოსწავლს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე მოქმედების შესრულება..
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
ü  ახერხებს ერთნაირი მნიშვნელის მქონე მარტივ წილადებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას და მოქმედებათა შედეგის ინტერპრეტაციას.


 გაკვეთილის მიზანი

     წილადის ძირითადი თვისების დადგენა
ü  მოსწავლეები შეძლებენ შეადარონ  ორ წილადი წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით.
   საგაკვეთილო აქტივობები
მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს, გააცნობს შეფასების რუბრიკას და მის კრიტერიუმებს. ამის შემდეგ გააცნობს გაკვეთილის მიზანს.
აქტივობა I -გამოწვევის ფაზა
     კითხვა - პასუხი (5წთ)                                                                  




                      
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვავს მოსწავლეებს მარტივ შეკითხვებს, შემდეგ თანდათან ართულებს და მოსწავლეებთან ერთად  ხსნის ახალ მასალას.
                1.რა იციან წილადის შესახებ?
                2.როგორ წილადებს სცნობენ?
                3. ტოლმნიშვნელიანი წილადებიდან რომელი წილადია მეტი?                 
 4. ტოლმრიცხველიანი წილადებიდან რომელი  წილადია მეტი?
 აქტივობა 2.წინარე ცოდნის გააქტიურება  (5 წთ)       
  დავალება 1.ამოცანა:მედეამ ერთ დღეს წიგნის  ნაწილი წაიკითხა.ლიზიმ იგივე წიგნის  ნაწილი, თამარმა კი იმავე წიგნის  ნაწილილი,რამდენი გვერდი წაიკითხა თითოეულმა,თუ წიგნი სულ 800 გვერდიანია?
 დვალება 2. მასწავლებელი მოსწავლეების მიერ დამზადებულ მოდელებზე მიანიშნებს, რომ მისი გამოყენებით  გამოსახონ წილადები.
(მართკუთხედი გაყოფილია ორ ტოლ ნაწილად, ერთი ნაწილია გაფერადებულია, შემდეგ იგივე მართკუთხედი გაყოფილია ოთხ ტოლ ნაწილად, ორი ნაწილია გაფერადებული, შემდეგ რვა ნაწილად არის გაყოფილი, ოთხი ნაწილია გაფერადებული, შემდეგ 16 ნაწილაადაა გაყოფილი, რვა ნაწილია გაფერადებული) 
დავალება2. ამჯერად შეახსენებს გაყოფის კომპონენტებს.
თუ გასაყოფს გავადიდებთ 2-ჯერ და გამყოფს უცვლელად დავტოვებთ, რა მოუვა განაყოფს?                                                    (ორჯერ გაიზრდება)
თუ გასაყოფს გავადიდებთ 2-ჯერ  და გამყოფსაც გავადიდებთ 2-ჯერ, მაშინ რა მოუვა განაყოფს? (არ შეიცვლება)
თუ გასაყოფს შევამცირებთ 3-ჯერ  და გამყოფსაც შევამცირებთ 3-ჯერ, მაშინ რამოუვა განაყოფს? (არ შეიცვლება)
შეიძლება თუ არა, რომ წილადის მნიშვნელობა განვიხილოთ როგორც მრიცხველისა და მნიშვნელის განაყოფი? (დიახ)
ახლა დავაკვირდეთ დაშტრიხული ფიგურების პასუხებს და წესებს, რომლებიც გავიხსენეთ, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება?
დასკვნა: (თუ წილადის მრიცხველს ან მნიშვნელს, გავყოფთ ან გავამრავლებთ ერთი და იმავე რიცხვზე, ამით წილადის მნიშვნელობა არ შეიცვლება)
 აქტივობა III. სიღრმისეული წვდომის აქტივობა
მოსწვლეების ჩართულობით ვაკეთებთ   დავალებას.(5 წთ)
                    მაგალითი           
 წილადების მრიცხველისა და მნიშვნელის ერთი და იგივე რიცხვზე გამრავლების ან გაყოფის შედეგად ახალი წილადის მიღება.
ü 
ü 
ü 
                                             დავალება 2 (5წთ)
დაფასთან ერთობლივად ვიხილავთ დავალებას,შევავსოთ ცხრილი, ? ნიშნის ნაცვლად ჩაწერეთ საჭირო რიცხვები, ისე რომ, ყოველ სვეტში ტოლი წილადები ეწეროს:




  დავალება 3  -წყვილებში (10წთ)



             
 აქტივობა  V -დასკვნითი ნაწილი (5 წუთი)
    მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს:
დააკავშირეთ ერთმანეთთან ტოლი წილადები:
ü 
ü 
ü                             
ü                             

                              აქტივობა VII-შეფასება (5 წუთი)
  მოსწავლეებს ვაფასებ: დამოუკიდებლად  მუშაობის, გაკვეთილზე  ჩართულობის, პრეზენტაციის უნარის და თეორიული ცოდნის მიხედვით.
აქტივობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი კომენტარითა და ქულით,შეფასების რუბრიკის გამოყენებით, ასევე მოსწავლეებს ვურიგებ თვითშეფასების კითხვარს.


  მოსწავლეთა ორგანიზება

             საერთო საკლასო, ინდივიდუალური, წყვილში        
                          45წთ.
  საგაკვეთილო რესურსი
დაფა, ცარცი, საწერი  კალმები, სახელმძღვანელო, რვეული, მარკერი, ფლიფჩატი, თვალსაჩინოება, აქტივობის ბარათები.





კრიტერიუმები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10

       1

მოსწავლეს შეუძლიან გამოსახოს ჩვეულებრივი  და შერეული წილადები და მიუთითოს  წილადის მრიცხველი, მნიშვნელი,მთელი და წილადი ნაწილი,გამოიყენოს პრაქტიკაში,
ვერ  გამოსახავს
ცდილობს
ნაწილობრივ
გამოსახავს, უთითებს, მაგრამ ვერ იყენებს.
იყენებს,
 განმარტავს,
ასაბუთებს.
2.
2
ახერხებს ერთნაირი მნიშვნელის მქონე მარტივ წილადებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას და მოქმედებათა შედეგის ინტერპრეტაციას
არ შეუძლიან
ცდილობს
ნაწილობრივ
განმარტავს, მაგრამ ვერ იყენებს.
იყენებს,
განმარტავს,
ასაბუთებს.
3.
3
შეუძლიან  შეადარონ  ორ წილადი, მათ შორის,წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით.
არ იცის წილადის ძირითადი თვისება
ნაწილობრივ შეუშლიან წილადის ძირითადი თვისების ჩამოყალიბება
აყალიბებს წილადის ძირითადთვისებას, მაგრამ ხარვეზები აქვს გამოყენებაში.
იცის  წილადის ძირითადი თვისება,იყენებს მას ამოცანების ამოხსნისას.
იყენებს  წილადის ძირითად თვისებას, ეძებს ამოხსნის რამდენიმე გზას და  ირჩევს საუკეთესოს.

4
 დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ვერ ახერხებს ამოცანის დამოუკიდებლად გააზრებას და ვერ მუშაობს დამოუკიდებლად.

ცდილობს ამოცანის პირობის გაგებას, ვერ ახერხებს ბოლომდე გააზრებას.
ცდილობს ამოცანის ამოხსნის გზების მოძიებას, ვერ ახერხებს მათ გამოყენებას.
პირობას სწორად იგებს; ხსნის ამოცანას, თუმცა ვერ ახერხებს საუკეთესო, ადვილი ხერხის ამორჩევას.
პირობას იგებს ზუსტად; კარგად აიაზრებს დავალებას; ეძებს ამოცანის ამოხსნის რამდენიმე გზას, არჩევს მათგან საუკეთესოს და ხსნის ამოცანას ბოლომდე.

5
პრეზენტაციის უნარი
უჭირს პრეზენტაცია




ცდილობს წარმოადგინოს ნამუშევარი, თუმცა ვერ ახერხებს სათანადოდ მის წარმოდგენას.
აქვს პრეზენტაციის უნარი, მაგრამ არა სრულყოფილად.
შეუძლიან ნამუშევრის წარმოდგენა, მის გარშემო შეკითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა ვერ ახერხებს ყველა შეკითხვაზე  პასუხის არგუმენტაციას
აქვს პრეზენტაციის უნარი, აქვს არგუმენტირებული პასუხები; შეუძლიან კითხვების დასმა.
5.


გაკვეთილზე მუშაობაში ჩართულობა
არ არის სასწავლო პროცესში ჩაბმული
ზოგჯერ ჩაებმევა სასწავლო პროცესში,შეუძლია ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არგუმენტების გაცემა.
სასწავლო პროცესში საშუალოდ არის ჩაბმული, პასუხობს კითხვებს და ასაბუთებს  ზოგიერთ პასუხს.
ჩაბმულია თითქმის ყველა სასწავლო აქტივობაში, თუმცა ვერ ახერხებს ყველა აქტივობაზე სრულყოფილად მორგებას.
მაქსიმალურად ჩაბმულია გაკვეთილზე მუშაობაში; პასუხობს შეკითხვებს, მოჰყავს სათანადო არგუმრნტები, მონაწილეობს აქტიურად და ნაყოფიერად ყველა აქტივობაში.
 6
მოსმენა (რადგან იყო მინილექცია)
არ
პერიოდულად
ისმენს, მაგრამ ვერ გადმოსცემს მოსმენილს
ისმენს, მაგრამ ვერ აყალიბებს გამართულად.
ისმენს, გადმოსცემს მოსმენილს, აყალიბებს აზრს გამართულად.

No comments:

Post a Comment