სამოდელო
გაკვეთილის რეფლექსია
2019 წლის 24 მაისს, Vკლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი,
გაკვეთილი იყო ინტეგრირებული. საგნები: ქართული ენა და მათემატიკა, თემა - რიცხვები.რიცხვითი სახელები.•
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესში საგანთაშორისო კავშირების დამყარება აუცილებელია პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად. მოსწავლეებს განუვითარდებათ ერთ საგანში მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი სხვა საგნის სწავლებისას.კერძოდ: მოსწავლეები დააკვირდებიან და დაინახავენ
თუ რა კავშირია მათემატიკურ რიცხვებსა და რიცხვით სახელებს შორის.
ამგვარი გაკვეთილის
ჩატარება განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: მოსწავლეები მათემატიკაში მაგალითებს, ამოცანებს
ხსნიან., თუმცა უჭირთ საუბარი იმის თაობაზე
,თუ რას და როგორ აკეთებენ, რა გზებით აპირებენ სწორი პასუხების მიღებას და ა.შ. მინდოდა თავისით მიმხვდარიყვნენ, რომ მათემატიკა მარტო რიცხვები
და მათზე მოქმედებები არ არის, და რომ მასზე
შეიძლება ლოგიკური მსჯელობა, დასკვნების გამოტანა, რომლისთვისაც საჭიროა კომუნიკაციის
უნარ-ჩვევები, როგორც ქართულ ენაში და ასევე ხშირია შემთხვევა,
როცა მათემატიკაში მიღებული
ცოდნა გვეხმარება სხვა საგნის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქართული ენისა და ლიტერატურის გააზრებასა და შესწავლაში.
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო:
·
მოსწავლეებს დაემყარებინათ შესაბამისობა რიცხვით
სახელებსა და მათემატიკურ რიცხვს შორის, შესძლებოდათ რიცხვითი სახელების ამოცნობა,
დაჯგუფება, მოეხდინათ მარტივი, რთული, შერეული, გარკვეული, გაურკვეველი რიცხვების
შედარება;
·
რიცხვების ჩაწერისას გამოეყენებინათ არაბული და რომაული რიცხვები. მოსწავლე შესძლებდა წილადების ჩაწერას, წაკითხვას, მათზე მათემატიკური მოქმედებების განხორციელებას და გამოეყენებინათ თეორიული ცოდნა
პრაქტიკულად ამოცანებისა და მაგალითების ამოხსნისას.
პირველი აქტივობა (გამოწვევის ფაზა)
დამეხმარა წინარე ცოდნის გააქტიურებასა და მოტივაციის ამაღლებაში. მოსწავლეებს ვთხოვე
ესაუბრათ რიცხვებთან დაკავშირებით, რაც იცოდნენ, მე პარალელურად ვახდენდი მათი პასუხებს
წერილობით ასახვას დაფაზე, საბოლოოდ მოსწავლეებთან
ერთად ავაგე თვალსაჩინო გონებრივი რუკა, რომელმაც
ზოგადად შექმნა ფონი, რას განვიხილავდით მიმდინარე გაკვეთილზე. ეს აქტივობა წარმატებით განხორციელდა.
მოსწავლეთა უმრავლესობა იყო აქტიური, შევაჯამე პირველი აქტივობა, მოსწავლეები შევაფასე
განმავითარებელი კომენტარებით და გადავედი მეორე აქტივობაზე.
მეორე აქტივობა
ითხოვდა, რომ მოსწავლეებს უნდა ემუშავათ
ინდივიდუალურად, წინასწარ გამზადებულ ტესტზე, რომელიც შედგებოდა სამი დავალებისგან, პირველ დავალებაში
იყო ხუთი კითხვა, ისინი პასუხებს წერდნენ მათთვის გამზადებულ წებოვან ფურცლებზე, მე
კი ვახარისხებდი და ვათავსებდი შესაფერის, სწორ ან არასწორ
პასუხებში, მათ ნაკლები რაოდენობის შეცდომები დაუშვეს, ჩემის აზრით უბრალოდ, აჩქარდნენ. შესაძლოა ტექსტში კითხვების
რაოდენობამაც დააბნია, თითოეულ აქტივობაზე ჩემს
მიერ ხდებოდა დროის დაკონკრეტება. შევაფასე
განმავითარებელი შეფასებით და გადავედი მესამე აქტივობაზე.
მესამე
აქტივობა ითვალისწინებდა წყვილებში მუშაობას (თანამშრომლობითი მეთოდით სწავლება).
მოსწავლეები დავყავი ორ წყვილად (მოსწავლეების
სიმცირის გამო). მათ უკვე აქვთ ამის გამოცდილება,
ისინი თანამშრომლობდნენ ჯგუფის წევრს შორის. უსმენდნენ სხვებს და ამყარებდნენ კავშირს დანარჩენებთან.
მოსწავლეებმა ერთმანეთის დახმარებით კარგად გაართვეს
თავი ამოცანის ამოხსნას, მე გამზადებული მქონდა დახმარების ბარათი, თუმცა ამის საჭიროება
არ წარმოიქმნა.
მოსწავლეებმა
თვითშეფასების კითხვარშიც აღნიშნეს, რომ მეწყვილე
დაეხმარა წარმატების მიღწევაში, განსაკუთრებით კარად იმუშავა დარბუაშვილმა ცოტნემ,
მან საინტერესოდ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც 10 ქულით შევაფასე, მოსწავლეთა უმრავლესობა
იყო აქტიური, შევაჯამე აქტივობა, მოსწავლეები
შევაფასე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
გაკვეთილის პრეზენტაცია
მომზადებული მქონდა powerpoint-ში.
ყველა ბავშვი აქტიურად იყო
ჩართული აქტივობებში, რაც რესურსი მქონდა მითითებული გეგმაში ყველაფერი გამოვიყენე.
ჩემი აზრით მიზანს მივაღწიე, ჩემსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა იყო კეთილგანწყობილი.
გაკვეთილის მსვლელობის დროს არ მომხდარა გეგმის მოდიფიცირება.
ინტეგრირებული
გაკვეთილი პირველად ჩატარდა სკოლაში, კოლეგებმა რა თქმა უნდა მიიღეს გარკვეული გამოცდილება, რომელსაც გამოიყენებენ მომავალში,
და კიდევ უფრო დახვეწავენ პრაქტიკაში. გაკვეთილზე მესწრებოდა აგრეთვე ქართული ენის
მასწავლებელი.
გაკვეთილის ხარვეზად მიმაჩნია, მეორე აქტივობის ტესტში
კითხვების სიმრავლე. შემდგომი გაკვეთილების დაგეგმვისას და ჩატარებისას გავითვალისწინებ
იმას, რომ ყურადღება გავამახვილო კითხვების რაოდენობაზე, ზოგადად ტექსტის შედგენაზე.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს დავურიგე თვითშეფასების
კითხვარები და შევაფასე ისინი შეფასების რუბრიკის მიხედვით.
მედეია ტრამაკიძე
No comments:
Post a Comment