გაკვეთილი 2

მასწავლებლის სახელი გვარი
მედეია ტრამაკიძე

საგანი
მათემატიკა

კლასი
მეხუთე კლასი


მოსწავლეთა რაოდენობა
4 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები კლასში არ არის

ინტეგრირებული საგნები
მათემატიკა, ქართული




გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
სასწავლო პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება აუცილებელია პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად. მოსწავლეებს განუვითარდებათ ერთ საგანში მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი სხვა საგნის სწავლებისას.

ბავშვები დააკვირდებიან და დაინახავენ  თუ რა კავშირია მათემატიკურ რიცხვსა და რიცხვით სახელს შორის

თემა
,,რიცხვები. რიცხვითი სახელები“.






ესგ. სტანდარტი შესაბამისობა

მათ.დაწყ.(II).1.რიცხვები, მათი გამოყენება და რიცხვის წარმოდგენის საშუალებები 
მათ.დაწყ.(II).2.მოქმედებები რიცხვებზე და რიცხვითი თანაფარდობები.

 ქართ.დაწყ.(II).4.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო ლექსიკის,ნასწავლი ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და ადეკვატური გამოყენება.


შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

    მოსწავლე შეძლებს ნატურალური და არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების გამოსახვას, კლასიფიცირებას და გამოყენებას.







გაკვეთილის მიზანი
·          მოსწავლემ დაამყაროს შესაბამისობა რიცხვით სახელებსა და მათემატიკურ რიცხვს შორის,ამოიცნოს, დააჯგუფოს რიცხვითი სახელები, მოახდინოს მარტივი, რთული, შერეული, გარკვეული, გაურკვეველი რიცხვების შედარება;
·         რიცხვების ჩაწერისას გამოიყენონ არაბული და რომაული რიცხვები.
·         მოსწავლე ჩაწერს და კითხულობს წილადს,  ასრულებს მათზე მათემატიკურ მოქმედებებს და იყენებს ამოცანის ამოხსნისას .









გაკვეთილის მიმდინარეობა და        საგაკვეთილო აქტივობები
       
საორგანიზაციო საკითხის მოგვარების შემდეგ, მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს და მათთან შევათანხმებ შეფასების რუბრიკის  კრიტერიუმებს-5 წთ.

აქტივობა I -გამოწვევის ფაზა

     გონებრივი იერიში-5 წთ. 

აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება.
მოქმედებები: მასწავლებელი წერს დაფაზე სიტყვა ,,რიცხვი“-ს,მოსწავლეები ასახელებენ მათთვის ნაცნობ რიცხვებს მათემატიკიდან,ართულიდან,მასწავლებელი ან დამხმარე მოსწავლე დაფაზე წერს მოსწავლეთა მიერ დასახელებულ ცნებებს, ტერმინებს.
სავარაუდო პასუხი:                                                             



     აქტივობა II-დამოუკიდებელი სამუშაო-10წთ.

მიზანი: მოსწავლეთა მზაობის დონის დადგენა.
მოქმედებები: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს დავალების ბარათებს და პასუხების შესავსებ ორ ფურცელს, ერთს შევსების შემდეგ მოსწავლე აბარებს მასწავლებელს .


·          დავალება - 1
1.    იცხვითი სახელი ქვია სიტყვას:
ა) რომელიც აღნიშნავს საგნის რაოდენობას, რიგს  ან საგნის ნაწილს  მთელთან შეფარდებით;
)რომელიც აღნიშნავს საგნის  რიგს  ან საგნის ნაწილს  მთელთან შეფარდებით;                                          )რომელიც აღნიშნავს საგნის ოდენობას რიგს.

2. რამდენ გვარია რიცხვითი სახელი?                                                                                                                                    ) რიცხვითი სახელი ორგვარია - რაოდენობითი და რიგობითი;
ბ)  რიცხვითი სახელი  სამგვარია   - რაოდენობითი, რიგობითი, წილობითი.

3 . რომელ რიცხვით სახელია  რაოდენობითი?
ა)მეოთხე;    ბ)შვიდი;    გ) მესამედი;   დ) ცოტა;
4.  მარტივი რიცხვითი სახელებია
ა) ოცი, სამოცი, ასორმოცი;     
ბ) ერთი, ათი, ოცი, ასი, მილიონი;   
გ) ოცდასამი, სამოცდარვა.

5. გარკვეული რიცხვითი სახელებია
ა) სამი, პირველი, სამი მეხუთედი;
ბ) ბევრი, ორასი, მილიარდი;
გ) ერთი, პირველი, ცოტა.

·         დავალება -2
რიცხვი 57 608 - ის სიტყვებით ჩაწერის სწორი ფორმაა:
ა) ორმოცდაჩვიდმეტიათას ექვსასრვა;     
ბ) ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას რვა   
გ) ორმოცდა ჩვიდმეტი ათას ექვსასრვა

·         დავალება -3
დააჯგუფეთ კითხვების მიხედვით რიცხვითი სახელები: 
რვა, მეცამეტე, თოთხმეტი, მეხუთედი, ხუთი, თექვსმეტი, მეათედი, მეჩვიდმეტედი, მეორმოცედი , მეორე, მერვე

რამდენი?
მერამდენე?
მერამდენედი?








აქტივობა.3  დამოუკიდებელი საუშაოს შედეგების შეფასება- 5წთ.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სწორ პასუხებს, მოსწავლეები ადარებენ საკუთარ პასუხებს. შეცდომის შემთხვევაში ხდება სწორი პასუხის დაზუსტება.

აქტოვობა.4 – ჯგუფური სამუშაო - 10წთ.

I ჯგუფი.

ამოცანა 1.
      არჩილმა გაკვეთილების მომზადებას 1სთ და 20წთ დაუთმო. მათემატიკის მომზადებაზე მან მთელი დროის 1/4 დახარჯა, გეოგრაფია კი დარჩენილი დროის 1/2-ში მოამზადა, დანარჩენი დრო ქართული ენის  მომზადებას დაუთმო. რამდენი წუთში მოამზადა არჩილმა მათემატიკა, რამდენი წუთი დაუთმო მან გეოგრაფიის მომზადებას, ქართული ენის მომზადებას?

დავალება - შეადგინე ამოცანის მოკლე ჩანაწერი და ამოხსენით?

მაგალითი 1. ჩაწერე რომაული ციფრებით:
ა)125       ბ)1982

მაგალითი 2. ჩაწერე ათობით სისტემაში რომაული ციფრებით ჩაწერილი რიცხვი:
                                   ა) LXX             ბ) CMLXXVII

                 ჯგუფი II.
 ამოცანა 1.

    ნაკვეთში აიღეს  1ტონა და 400კგ ხილი.ვაშლი იყო მთელი მოსავლის  1/7,მსხალი 1/3, დანარჩენი ატამი.რამდენი კილოგრამი ყოფილა ვაშლი,რამდენი  მსხალი, რამდენი ატამი?

დავალება - შეადგინე ამოცანის მოკლე ჩანაწერი და ამოხსენით?

მაგალითი 1. ჩაწერე რომაული ციფრებით:
ა)125       ბ)1982

მაგალითი 2. ჩაწერე ათობით სისტემაში რომაული ციფრებით ჩაწერილი რიცხვი:
                                   ა) LXX             ბ) CMLXXVII


აქტივობა.5 - ჯგუფური ნამუშევრის პრეზენტაცია - 5წთ.

აქტივობა.6 -  შეფასება/ თვითშეფასება-  5წთ.


  მოსწავლეთა ორგანიზება
  საერთო საკლასო, ინდივიდუალური, ჯგუფური       
                                                  45წთ.
  საგაკვეთილო რესურსი
დაფა, ცარცი, საწერი  კალმები, სახელმძღვანელო, რვეული, მარკერი, ფლიფჩატი, თვალსაჩინოება, აქტივობის ბარათები.


  შეფასების რუბრიკა



კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი





1
 მოსწავლე ამყარებს შესაბამისობას მათემატიკურ რიცხვსა და რიცხვით სახელებს შორის,ამოიცნობს და
აჯგუფოს რიცხვითი სახელებს,ახდენს მარტივი,რთული,შერეული, გარკვეული,გაურკვეველი რიცხვების შედარებას;
რიცხვების ჩაწერისას იყენებს არაბულ და რომაულ ციფრებს.


მოსწავლე ცნობს რიცხვებს,რიცხვით სახელებს,არაბულ დარომაულ ციფრებს,თუმცა ვერ ამყარებს
შესაბამისობას რიცხვით სახელებსა
და მათემატიკურ რიცხვს შორის;
ვერ აჯგუფებს, ვერ იყენებს.

მოსწავლე ცნობს რიცხვებს,რიცხვით სახელებს,არაბულ და რომაულ ციფრებს,ცდილობს: დაამყაროს
შესაბამისობა რიცხვით სახელებსა
და მათემატიკურ რიცხვს შორის,დააჯგუფოს რიცხვითი სახელები,მოახდინოს მარტივი,რთული,შერეული, გარკვეული,გაურკვეველი რიცხვების შედარება,რიცხვების ჩაწერისას გამოიყენოს არაბული და რომაული ციფრები,თუმცა უშვებს მაქსიმუმ სამ შეცდომას.

მოსწავლე ყოველთვის ამყარებს შესაბამისობას მათემატიკურ რიცხვსა და რიცხვით სახელებს შორის, ყოველთვის ამოიცნობს და
აჯგუფოს რიცხვითი სახელებს,ახდენს მარტივი,რთული,შერეული, გარკვეული,გაურკვეველი რიცხვების შედარებას;
რიცხვების ჩაწერისას იყენებს არაბულ და რომაულ ციფრებს.

2
მოსწავლე ჩაწერს და კითხულობს წილადს,  ასრულებს მათზე მათემატიკურ მოქმედებებს.
მოსწავლე ჩაწერს,კითხულობს წილადს,თუმცა ვერ ასრულებს  მათზე მათემატიკურ მოქმედებებს.
მოსწავლე ჩაწერს და კითხულობს წილადს,   ცდილობს შეასრულოს მათზე მათემატიკურმოქმედებები,თუმცა საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას.

მოსწავლე ჩაწერს და კითხულობს წილადს, ყოველთვის  ასრულებს მათზე მათემატიკურ მოქმედებებს,  იყენებს ამოცანების ამოხსნის დროს.შეუძლია ამოცანის ამოხსნა, კითხვის დასმა, შესასრულებელი მოქმედების შერჩევა, მოქმედებათა შედეგის დასაბუთება.





3
თეორიული ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარები
 მოსწავლეს შეუძლიან ამოცანის გააზრება,თუმცა ვერ ახერხებს კითხვის დასმას, შესასრულებელი მოქმედების შერჩევას, მოქმედებათა შედეგის დასაბუთებას.
მოსწავლეს შეუძლიან ამოცანის ამოხსნა,შეუძლიან კითხვის დასმა, თუმცა შესასრულებელი მოქმედების შერჩევისას, მოქმედებათა შედეგის დასაბუთებისას საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას .
 მოსწავლე ყოველთვის იყენებს შესაბამის თეორიულ ცოდნას,ეძებს ამოხსნის რამდენიმე გზას და არჩევს
საუკეთესოს.


4
 წყვილებში მუშაობის უნარები.



მოსწავლეს უჭირს თანამშრომლობ ჯგუფის წევრს შორის. უსმენს სხვებს,თ მცა ვერ ამყარებს კავშირს დანარჩენებთან.

  მოსწავლე ზოგჯერ თანამშრომლობჯგუფის წევრს შორის. უსმენს სხვებს და იზიარებს საღ აზრს, საუბრობს გასაგებად.

  მოსწავლე ყოველთვის თანამშრომლობ ჯგუფის წევრს შორის. უსმენს სხვებს და იზიარებს საღ აზრს,საუბრობს გასაგებად და ამყარებს კავშირს დანარჩენებთან.



გაკვეთილის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა

მოსწავლის სახელი გვარი: ----------------------------------------------

რა იყო გაკვეთილზე შენთვის ყველაზე საინტერესო?

რა გააკეთე ამ გაკვეთილზე?

ვისთან ერთად იმუშავე?

რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზეზი?

რა ვერ გააკეთე კარგად?რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?

რა გინდა, შემდეგში უკეთ გააკეთო?


No comments:

Post a Comment