ვარ სსიპ ერედვის
მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის სერთიფიცირებული მათემატიკის მასწავლებელი,ამავდროულად ამავე სკოლის დირექტორიც.
დავიბადე ცხინვალის
რაიონის სოფელ დისევში 1956 წლის 2 თებერვალს.
1990 წლიდან ყველასათვის ცნობილი მოვლენების
გამო (დევნილის სტატუსით) ვცხოვრობ გორში.
1973 წელს დავამთავრე ცხინვალის N1 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავაბარე ცხინვალის
პედაგოგიურ ინსტიტუტში,
ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დავასრულე 1978 წელს .
ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე დისევის საშუალო სკოლაში, ფიზიკის მასწავლებლად,სადაც ვმუშაობდი 1988 წლამდე. 1988
წელს პირადად ჩემი განცხადების საფუძველზე დაფუძნდა დაწყებითი სკოლა
სოფელ მამისაანთ-უბანში, სადაც ვმუშაობდი 1989 წლამდე
სკოლის გამგე-მასწავლებლად.
90-იან წლებში, როდესაც ცხინვალიდან გამოდევნეს ეთნიკური
ქართველები, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე,ჩემი უშუალო
ხელმძღვანელობითა და საქართველოს განათლების სამინისტროს
ხელშეწყობით გაიხსნა ერგნეთ-მამისაანთუბნის უბნის საშუალო სკოლა,სადაც
დავინიშნე სკოლის დირექტორად, ასევე ვასწავლიდი მათემატიკას ამავე
სკოლაში.
როგორც ზევით
აღვნიშნე ამჟამადაც ვარ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის
მათემატიკის სერთიფიცირებული მასწავლებელი და ამავდროულად
სკოლის არჩეული დირექტორი.
მყავს მეუღლე -ელდარ ბესთაევი, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
დიდ დროს ვუთმობ ჩემს პროფესიულ განვითარებას,მაინტერესებს ყველაფერი ახალი და ინოვაციური, ვესწრებიპროფესიული განვითარების ტრენინგებს. მაინტერესებს სიახლეები,რაც დაკავშირებულია ჩემს პროფესიასთან და ისტ-ის გამოყენებასთანსასწავლო პროცესში.
მყავს მეუღლე -ელდარ ბესთაევი, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
ამ მოკრძალებულ ბიოგრაფიას მე ბევრს დავამატებდი. ქალბატონმა მედეამ მიტოვებულ სოფელს სიცოცხლე დაუბრუნა! ეს არა მარტო პედაგოგიური, არამედ დიდი პოლიტიკური გათვლა იყო... მან გაითვალისწინა, რომ სკოლის ზარები როცა რეკავენ, მტერი და მოყვარე ხვდება, რომ ,, კიდევ იზრდებიან ალგეთს ლეკვები!'' სწორედ ასეთი პედაგოგების იმედზეა დღეს საქართველო! ქალბატონ მედეას და მის პედ. კოლექტივს მხრებზე აქვთ შედგმული საქართველოს მომავალი და ღირსეულად უძღვებიან საქმეს. მე მიხარია, რომ კარგად ვიცნობ ქალბატონ მედეას. ის ნამდვილი სახეა დედისა, რომელსაც ძალიან ბევრი შვილი ჰყავს და თითოეულის ბედს სათუთად ძერწავს საკუთარი ხელებით. ღმერთმა მისცეს ძალა და ენერგია, ღირსეულად შეასრულოს საკუთარი მისია.
ReplyDelete